Thursday 2 June 2011

გენეტიკა

სასწაულია დედასა და შვილს შორის მსგავსება. მაგრამ ჩვენ ამას უკვე იმდენამ მიჩვეულნი ვართ რომ ეს არც კი გვიკვირს.არადა ეს ხომ მართლა საოცრებაა.მერე რა რომ დედამ 9 თვე მუცლით გატარა ეს ხომ მსგავსებასთან არაფერ კავშირშია. ამასთან დაკავშირებით ყოველთვის ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდებოდა და ეს თემა ძალიან მაინტერესებდა. ეს ყველაფერი გენეტიკაა ბიოლოგიის ერთერთი დარგი და შეიძლება ითქვას რომ უმნიშვნელოვანესი.ის ყველა გენეტიკურ კოდს სწავლობს…და თანდათან დიდ აღმოჩენებს აკეთებს.
მეოცე საუკუნის დასასრული აღინიშნა რევოლუციური გადატრიალებით გენეტიკის დარგში – ადამიანებმა ისწავლეს გენეტიკური ინფორმაციის კითხვა.დღემდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ადამიანს აქვს დაახლოებით 140 000-მდე გენი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ არც ისე ბევრი გენი გვაქვს — დაახლოებით 30 ათასამდე, მაგრამ მათში შენახულია უამრავი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებისა და მათი ფუნქციების შესახებ.1989 წლიდან აშშ-ში და სსრკ-ში ფუნქციონირება დაიწყეს შესაბამისმა სამეცნიერო პროგრამებმა. 1990 წელს აშშ-ს მთავრობამ დაიწყო პროექტი Human Genome Project, რომლის მიზანიც გახლდათ ადამიანის გენომის სრული სტრუქტურის განსაზღვრა. მის რეალიზაციას სათავეში ჩაუდგა ადამიანის გენომის ნაციონალური ინსტიტუტი. ყოფილ საბჭოთა კავშირში მთავრობის დადგენილებით ორგანიზებულ იქნა პროგრამის “ადამიანის გენომი” სამეცნიერო საბჭო ა. ბაევის ხელმძღვანელობით და დაიწყო მისი დაფინანსება. სამეცნიერო საბჭომ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის მოთავე ინსტიტუტის ბაზაზე შემოიკრიბა მრავალი მანამდე დაქსაქსული ჯგუფი და გააერთიანა მათ მიერ წარმოებული კვლევები.თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ გენეტიკური სასწაულები ჯერ კიდევ შეუსწავლელია.და პირადად ჩემთვის დედაჩემთან და მამაჩემთან მსგავსება ჯერ კიდევ დიდ სასწაულად რჩება                                  იცით ძალიან მიკვირს როგორ შეიძლება არ ირწმუნო ღმერთის რაღაც უზენაისი ძალის.თუ დაუკვირდებით მიხვდებით რომ ამ სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით არის შექმნილი და ეს ჩვენ გარეგნობაზეც აისახება!!!

წყარო:http://hollagirl.wordpress.com/2010/05/31/გენეტიკა/

No comments:

Post a Comment