Friday 25 March 2011




ადამიანის გენეტიკის შესწავლის მეთოდებია:


1. გენეალოგიური, რომელიც გულისხმობს ადამიანის საგვარტომოს შესწავლას მრავალი თაობის მანძილზე. ამ მეთოდით დადგინდა ზოგიერთი ნიჭის მემკვიდრულობა (მუსიკალური, მათემატიკური) და მთელი რიგი ნიშნების დომინირება თუ რეცესიულობა, ასევე ბევრი დაავადების დამემკვიდრება, მაგ: შაქრის დიაბეტი (რეც), რქოვანას მემკვიდრული დეგენერაცია (დომ), სიყრუე (რეც), შიზოფრენია (რეც), ტუბერკულიოზისადმი მიდრეკილება (რეც).

2. ტყუპების მეთოდით დადგინდა რა გავლენას ახდენს გარემო ფენოტიპზე.
3. ციტო-გენეტიკური მეთოდით დგინდება ქრომოსომთა რიცხვი და მათი კარეოლოგია (აგებულება), დადგინდა დაუნის სინდრომის მიზეზი 2n=47.
4. ბიოქიმიური მეთოდით დგინდება ბევრი პათოლოგიური მდგომარეობა: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, შაქრის დიაბეტი და სხვა.



დომიმამტი --- რეცესიული
ხუჭუჭი თმა--- სწორი თმა
ნაადრევი გამელოტება კაცებში---ნორმა
არაწითური თმა--- წითური თმა
თაფლისფერი თვალები--- ცისფერი თვალები
ჭორფლიანობა---ნორმა
ქონდრისკაცი--- ნორმა
პოლიდაქტილია (6 თითი)--- ნორმა



რას შეისწავლის გენეტიკა?
გენეტიკა — მეცნიერება ორგანიზმის ცვალებადობისა და მემკვიდრეობითობის შესახებ. ბიოლოგიურ სხვა დარგებთან შედარებით გენეტიკა ახლად ჩამოყალიბებული მეცნიერებაა. მისი ფუძემდებელია გამოჩენილი ჩეხი მკვლევარი გრეგორ მენდელი


გენეტიკა და მედიცინა
.სამედიცინო გენეტიკას აქვს მთელი მეთოდებისა,რომელითაც შესაძლებელია განისაზღვროს გარემოსა და მემკვიდრულ ფაქტორთა თანაფარდობის როლი ნიშნის ჩამოყალიბებაში.

პროექტი "ადამიანის გენომი" (Human Genome Project - HGP) დაიწყო 1990 წლიდან და გათვლილი იყო 15 წელზე. მის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის, როგორც ბიოლოგიური არსების ბუნების ახსნა და ადამიანის მემკვიდრეობითობის სრული გაშიფვრა, რაც შესაძლებელს გახდიდა მოძებნილიყო გასაღები მრავალი დაავადების მკურნალობისათვის.

დღეისათვის პროექტის რეალიზაციაში მიღწეულია სერიოზული პროგრესი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გადადგმულია მხოლოდ პირველი ნაბიჯები.

წყარო: 
http://genomi-salome13.blogspot.com/